5 პროდუქტი, რომლის თვითუზრუნველყოფაც საქართველოს შეუძლია

ბოლო წლებში საქართველოში თითქმის ყველანაირი პროდუქციის იმპორტი ხორციელდება, მათ შორის სასოფლო-სამეურნეოსიც, რომლის ადგილობრივი წარმოებაც, სრულიად შესაძლებელია, რომ შიდა მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.

მაგალითად, 2024 წლის იანვარში საქართველოში 2,728 მლნ დოლარის 3,479 ტონა შაქარი შემოვიდა. მიმდინარე წლის იანვარში მარტო რუსეთიდან 85 ათასი დოლარის 124 ტონა შაქარი ვიყიდეთ.

გაზრდილია კიტრისა და პომიდვრის იმპორტიც. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში კიტრის იმპორტმა 1,235 მლნ დოლარი (3,261 ტონა) შეადგინა, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში - 1,022 მლნ დოლარი (2,701 ტონა).

რაც შეეხება პომიდვრის იმპორტს, ის 22%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში 1,853 მლნ დოლარის 4,453 ტონა პომიდორი ვიყიდეთ, ხოლო გასული წლის პირველ ორ თვეში 1,515 მლნ დოლარის 3,610 ტონა.

აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ იმ 5 პროდუქტს ასახელებს, რომლის თვითუზრუნველყოფაც საქართველოს თავისუფლად შეუძლია. მისი თქმით, 1 წელიწადში საქართველოს შეუძლია აწარმოოს:

  • 45 000 ტონა საქონლის ხორცი
  • 8 000 ტონა ცხვრის ხორცი
  • 400 000 ტონა ხორბალი
  • 900 000 ტონა სიმინდი
  • 1,1 მლნ ლიტრი რძე დ ა.შ.

იხილეთ ასევე: „ქართულ სოფელს სტატუსი არ გააჩნია, ის უბრალოდ აბრაა - როდის იყო, კარტოფილი, ნიორი, სტაფილო, ხილი შემოგვქონდა?“

ეკა დარჩიაშვილი