მდინარე არაგვის ხიდზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორივე სამოძრაო ზოლზე აღდგა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე, მდინარე არაგვის ხიდზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორივე სამოძრაო ზოლზე აღდგა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდის მარცხენა მიმართულებაზე, სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა ორივე სამოძრაო ზოლზე აღდგენილია.