4Hospitals ტრავმატოლოგიის მიმართულებაში Mindray International-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორია

სამედიცინო პროდუქციის პროვაიდერი კომპანია 4Hospitals 2014 წლიდან ახორციელებსუმაღლესი ხარისხის მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მიწოდებას 300-ზე მეტიდაწესებულებისთვის საქართველოში.

კომპანიის ფართო ასორტიმენტი ნაწილდება 6 ძირითად მიმართულებაში: სამედიცინო ავეჯი და აპარატურა, ტრავმატოლოგია, ლაპაროსკოპია, ქირურგიული სახარჯი მასალები, ლაბორატორია, პლასტიკური ქირურგია.

4ჰოსპიტალსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ტრავმატოლოგია, რომლის განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს კომპანიის პროფესიონალთა გუნდი და ადგილობრივ ბაზარს სთავაზობს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პროდუქციას, გამორჩეულს მაღალი ხარისხით და შესაბამისობით ჯანდაცვის მოთხოვნებთან.

111-1712390649.jpg

4Hospitals საერთაშორისო, ინოვაციურ ბრენდ Mindray International-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ტრავმატოლოგიის მიმართულებით.

ბრენდს აქვს 30 წლიანი გამოცდილება და მუდმივი სწრაფვა ინოვაციებისკენ.

30 წლიანი წარმატების ფარგლებში, Mindray-მ მოიცვა 190-ზე მეტი ქვეყანა და რეგიონი და გვხვდება ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორებიცაა: აშშ, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია და ა.შ.

mindray-4hospitals-2-1-1712390689.jpg

კომპანია 4ჰოსპიტალს ექსკლუზიურად მინდრეის მენჯ-ბარძაყის პროთეზის დისტრიბუტორია საქართველოში და მომხმარებელს სთავაზობს ისეთ უპირატესობებს, როგორიცაა:

  • პაციენტზე მორგებული ხარისხის მაღალი სტანდარტები;
  • სერთიფიცირებული ხარისხის მენეჯმენტის სისტემა;
  • სერთიფიცირებული ხარისხის სრული გარანტიის სისტემა;
  • სამედიცინო პროდუქციის სერთიფიცირებული ექსპორტი.

mindray-4hospitals-3-1712390739.jpg

4ჰოსპიტალსის ტრავმატოლოგიური მიმართულების კურიერები მუდმივად ახდენენ უწყვეტ, დროულ მომარაგებას და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდებას პარტნიორი დაწესებულებებისთვის სრულიად საქართველოს მასშტაბით.

პროდუქციის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ 4Hospitals-ის განახლებულ შოუ-რუმს, მისამართზე: ლუბლიანას #28

სიახლეებისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს: https://4hospitals.ge/

სტატიის ავტორი: ქეთევან ქოქიაშვილი

R