როგორია ბანანის მსოფლიო ინდუსტრია და რატომ შეიძლება გაძვირდეს ყველაზე პოპულარული ხილი

ბანანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხილია. სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 135 მილიონი ტონის წარმოება ხდება, რის გამოც ბანანის გლობალური ინდუსტრია მილიარდობით დოლარი ღირს.

ბანანი არის პლანეტის ყველაზე პოპულარული ხილი და მეოთხე უდიდესი მოსავალი ბრინჯის, ხორბლისა და სიმინდის შემდეგ.

თუმცა საყვარელი ხილის მომავალი შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს, რადგან დაავადებამ და კლიმატის ცვლილებამ ბანანის ფერმებს უკვე შეუქმნა გარკვეული საფრთხე.

საინტერესოა, რა თავისებურებები აქვს ბანანის გლობალურ ინდუსტრიას?

პლანეტაზე ბანანის 1000-ზე მეტი ჯიში არსებობს, თუმცა გლობალური ბიზნესი ერთი ჯიშით ვაჭრობს. ეს არის კავენდიში.

კავენდიში მავრიკიდან დიდ ბრიტანეთში დევონშირის მე-6 ჰერცოგისთვის უილიამ კავენდიშისთვის საჩუქრად 1830 წელს ჩაიტანეს, სწორედ მისი სახელი ეწოდა ჯიშს. ჯიში ახლა მსოფლიო გლობალური წარმოების დაახლოებით ნახევარს და ექსპორტის თითქმის მთელ ნაწილს შეადგენს.

ბანანის წლიური გლობალური წარმოება დაახლოებით 135 მილიონი ტონაა. იმის გათვალისწინებით, რომ ერთ ტონა ბანანში დაახლოებით 9000 ბანანი მოიაზრება, ხილი წელიწადში ტრილიონზე მეტი იწარმოება. Mordor Intelligence-ის თანახმად, ბანანის გლობალური ბაზარი 2024 წელს 140,84 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ხილი 150-ზე მეტ ქვეყანაში იზრდება, ინდოეთი უდავოდ არის ბანანის ტოპ მწარმოებელი. ბოლო მონაცემებით, ქვეყანა წელიწადში დაახლოებით 35,36 მილიონ ტონა ხილს აწარმოებს, რაც მას მსოფლიოს წამყვან მწარმოებლად აქცევს.

ქვეყანაში იზრდება ბანანის დაახლოებით 670 სახეობა. ინდოეთი თითქმის სამჯერ მეტ ბანანს აწარმოებს, ვიდრე ჩინეთი. World Population Review-ის თანახმად, სახალხო რესპუბლიკა წელიწადში 12 მილიონ ტონას იღებს. შემდეგ მოდის ინდონეზია 7,3 მილიონი ტონით წელიწადში.

სხვა მსხვილ მწარმოებლებში შედიან - ბრაზილია (6,8 მილიონი ტონა), ეკვადორი (6,6 მილიონი ტონა) და ფილიპინები (6 მილიონი ტონა).

აღსანიშნავია, რომ ეს ხილი ზოგიერთ ქვეყანაში ძირითადი საკვებია. როგორც წესი, რუანდელები თავიანთი ყოველდღიური კალორიების მნიშვნელოვან 17,2%-ს ბანანისგან იღებენ, შემდეგ მოდის ლაოსი 11%-ით, სამოელები 6,8%-ით და კირიბატის მოსახლეობა 4,9%-ით.

kiribati-1712403138.jpg

ითვლება, რომ ბანანი დედამიწაზე დაახლოებით 10 000 წლის წინ გაჩნდა.

ნაყოფზე არის ცნობები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 600 წლით დათარიღებულ ბუდისტურ წერილებში, ასევე ადრეულ ბერძნულ, ლათინურ და არაბულ წერილებში.

xili-ba-1712403210.jpg

თავდაპირველად ბანანი სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდა. ნაყოფის ადრეული სახეობები სავსე იყო დიდი თესლით და შედარებით მცირე რბილობი ჰქონდა. დაახლოებით 650 წლიდან, აფრიკაში ორი ველური ჯიშის, Musa Acuminata-სა და Musa Baalbisiana-ს შეჯვარებამ წარმოქმნა თესლოვანი ჯიში, რომელიც უფრო მეტად წააგავს თანამედროვე ჯიშებს.

ინგლისური სიტყვა "ბანანი" პირველად 1590-იან წლებში გაჩნდა და ტერმინი არის იდენტური ესპანური და პორტუგალიური სიტყვის.

საექსპორტო ბაზარი განვითარდა მე-19 საუკუნეში და ბანანი აშშ-ს ბაზარზე 1876 წელს შევიდა.

ტერმინი „ბანანის რესპუბლიკა“ 1901 წელს ამერიკელმა მწერალმა ო.ჰენრიმ შემოიტანა, პირველად კი გამოიყენა 1904 წელს გამოცემულ წიგნში „კომბოსტოები და მეფეები“, სადაც მოთხრობილია გამოგონილ ქვეყანაზე, რომელიც დაფუძნებულია ჰონდურასზე.

honduras-1712403303.jpg

1997 წელს ავსტრალიაში გაჩნდა პანამის დაავადების ახალი შტამი, რომლის მიმართ „კავენდიშებს“ იმუნიტეტი არ ჰქონდათ. TR4 შტამი გავრცელდა ინდოეთში, ჩინეთში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში და 2019 წელს აღმოაჩინეს სამხრეთ ამერიკაში, რამაც გამოიწვია საგანგებო მდგომარეობა. TR4 მაინც წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს „კავენდიშისთვის“.

ბანანის მსოფლიო ფორუმის მონაცემებით, გლობალური ინდუსტრია კლიმატის ცვლილების შედეგად საფრთხის ქვეშ იმყოფება და ხარჯები აუცილებლად გაიზრდება.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი