სად და რა ფასად ვყიდულობთ შაქარს

წელს, 2 თვეში საქართველოში 7 548 ტონა შაქარი შემოვიდა, რაც გასული წლის, ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს მცირედით ჩამორჩება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანამ 7,556 ტონა პროდუქტი შეიძინა.

სტატისტიკის მიხედვით, წელს ქვეყანამ 7 548 ტონა შაქარში 6,078 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა, შესაბამისად, 1 კგ საშუალოდ, დაახლოებით, 80 ცენტი დაუჯდა. შარშან, იგივე საანგარიშო პერიოდში კი, 7,556 ტონა პროდუქტი 5,717 აშშ დოლარად იყიდა, 1 კგ საშუალოდ, 76 ცენტად.

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც წელს საქართველომ შაქარი შეიძინა, ლიდერი საფრანგეთია, რომელზეც მთლიანი იმპორტის 30%-ზე მეტი მოდის.

უფრო კონკრეტულად, შაქრის იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება:

  • საფრანგეთი - 2 293 ტონა (2,005 მლნ აშშ დოლარი), 1 კგ დაახლოებით, 87 ცენტი
  • თურქეთი - 1 769 ტონა (1,294 მლნ აშშ დოლარი), 1 კგ - 73 ცენტი
  • ნიდერლანდები - 1 434 ტონა (1,219 მლნ აშშ დოლარი), 1 კგ - 85 ცენტი
  • ბელგია - 1 125 ტონა (800.6 ათასი აშშ დოლარი), 1 კგ - 71 ცენტი
  • მაროკო - 572 ტონა (456.7 ათასი აშშ დოლარი), 1 კგ 80 ცენტი

ნინი ქეთელაური