ბრიუსლემა სომხეთი ანტირუსული სანქციების არიდებასთან ბრძოლის გამო პირველად შეაქო

ევროკავშირი ანტირუსული სანქციების არიდებასთან ბრძოლაში ერევნის ძალისხმევას მიესალმება. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი თქმით, ბრიუსელმა სომხეთის ზრდისა და განვითარების გეგმა მოამზადა, რისთვისაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გრანტების სახით 270 მლნ ევროს გამოყოფს.

ცნობისთვის: 30 მარტიდან რუსული გადახდის სისტემა “Мир“-ის ბარათებმა სომხეთის უმეტეს ბანკში მუშაობა შეწყვიტა. მათ სრულ მომსახურებას მხოლოდ “ВТБ”-სომხეთის ბანკი განაგრძობს. მანამდე, თებერვალში, აშშ-ის ხაზინამ “Мир“-ის ოპერატორის, რუსეთის გადახდის ბარათების ეროვნული სისტემის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ