წელს საქართველო ტურიზმიდან 4.5 მლრდ დოლარის შემოსავალს მიიღებს - „გალთ ენდ თაგარტი“

წელს საქართველო ტურიზმიდან 4.5 მლრდ დოლარის შემოსავალს მიიღებს, ასეთია „გალთ ენდ თაგარტის“ პროგნოზი.

„ჩვენი შეფასებით, 2024 წლის მარტში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 10.2%-ით გაიზარდა და 305 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ჯამურად, 2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ჩვენი შეფასებით, 879 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წლიურად 10.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2024 წელს ტურიზმის შესავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს (+10.0% წ/წ) მიაღწევს, ჩვენი პროგნოზით,“- ნათქვამია „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაში.

თაია არდოტელი