10 ქვეყანა, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ოქრო აქვს

ოქროს მარაგები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის და ის კვლავაც თამაშობს გადამწყვეტ როლს ქვეყნის კრედიტუნარიანობისა და საერთო ეკონომიკური მდგომარეობის ჩამოყალიბებაში

ოქროს მსოფლიო საბჭომ (WGC) გამოაქვეყნა 2023 წლის მე-4 კვარტლის მიხედვით, იმ ქვეყნების რეიტინგი, რომლებიც ყველაზე მეტ ოქროს ფლობენ. წარმოგიდგენთ მათ შორის ყველაზე „მდიდრებს“ (ქვეყნების ცენტრალური ბანკების მონაცემები):

  • ამერიკის შეერთებული შტატები - 8,133 ტონა (543,499 მლნ დოლარის ღირებულების)
  • გერმანია - 3,353 ტონა (224,033 დოლარის)
  • იტალია - 2,452 ტონა (163,838 მლნ დოლარის)
  • საფრანგეთი - 2, 437 ტონა (162,845 მლნ დოლარის)
  • რუსეთი - 2,333 ტონა (155,880 მლნ დოლარის)
  • ჩინეთი - 2,235 ტონა (149,375 მლნ დოლარის)
  • შვეიცარია - 1,040 ტონა (62,544 მლნ დოლარის)
  • იაპონია - 846 ტონა (56,530 მლნ დოლარის)
  • ინდოეთი - 804 ტონა (53,697 მლნ დოლარის)
  • ნიდერლანდები - 612 ტონა (40,926 მლნ დოლარის)

რაც შეეხება საქართველოს, ეროვნული ბანკის საბჭოს 2024 წლის 1-ელი მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ-ის დოლარის მოცულობის, 7 ტონა, უმაღლესი სინჯის (999.9) მონეტარული ოქრო - საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე შეიძინა და ამჟამად ლონდონშივე ინახება. შეძენილი ოქროს მოცულობა დღევანდელი მდგომარეობით, სებ-ის საერთაშორისო რეზერვების დაახლოებით 11%-ს უტოლდება. აღნიშნული ოქრო საქართველოში სებ-ის საცავში განთავსდება.

მერი ტაბატაძე