ლევან მგალობლიშვილი ჩინელ ბიზნესმენთა დელეგაციას შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მგალობლიშვილი ჩინელ ბიზნესმენთა დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მცირე და საშუალო მრეწველობის განვითარების პერსპექტივებზე, ურთიერთობის გაღრმავებაზე სამშენებლო სექტორის, ვაჭრობის და ტურიზმის მიმართულებით ისაუბრეს.

"დღეს გაიმართა შეხვედრა ჩინელ ბიზნესმენთა დელეგაციასთან, ჩინეთის სხვადასხვა ინდუსტრიული პროვინციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში საინვესტიციო გარემოს შესასწავლად. განხილვის თემები იყო: მცირე და საშუალო მრეწველობის განვითარება საქართველოში, სამშენებლო სექტორი, ვაჭრობა, ლოგისტიკა და ტურიზმი" , - განაცხადა მგალობლიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.