ფოთის მერიამ  USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასთან ოფიციალური თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მემორანდუმს ხელი ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ მოაწერა.

ფოთია მერის განცხადებით, პროგრამა ხელს უწყობს ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას, მართვის სისტემებისა და საჯარო სერვისების განვითარებას, მოქალაქეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

,,მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსით, რომელიც მუნიციპალიტეტების ღიაობასა და ანგარიშვალდებულებას აფასებს, 2021-2023 წელს, საუკეთესო შედეგის მქონე მუნიციპალიტეტად სწორედ ჩვენ დავსახელდით.

სწორედ ამიტომ, ჩვენ მივესალმებით მუნიციპალიტეტების, ასევე, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის გამჭვირვალობას და მზად ვართ ყველა მსგავს ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის" , - აღნიშნა ბექა ვაჭარაძემ