ფერმერები გვალვას ხელოვნური წვიმით გაუმკლავდებიან

მოლდოვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეიქმნება მოწყობილობა, რომელიც ფერმერებს გვალვის დროს ხელოვნური წვიმის მოყვანაში დაეხმარება.

ტექნოლოგია გულისხმობს დრონის აღჭურვას აქტიური ისეთი ნივთიერებებით, როგორიცაა მარილი ან სხვადასხვა მარილების ნარევი, ღრუბლებში წვიმის გამოწვევის მიზნით. კრისტალები ხელს უწყობს წვიმის გამომწვევი ტენის კონდენსაციას.

იდეის ავტორების თქმით, სიახლე ადრეული ტესტირების რეჟიმშია, თუმცა ექსპერტები აფრთხილებენ, რომ ხელოვნური წვიმის შესაქმნელად ქიმიური ნივთიერებების გამოყენებამ შესაძლოა, მავნე შედეგები გამოიწვიოს, განსაკუთრებით ადამიანებისთვის. მათი აზრით, ეს ტექნოლოგია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უნდა იქნას გამოყენებული, მაგალითად, ძლიერი გვალვის დროს.

ცნობილია, რომ ეს ტექნოლოგია უკვე გამოიყენება ათობით ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში, ჩინეთსა და ინდოეთში.

ეკა დარჩიაშვილი