"უცხოელმა დამნაშავეებმა გერმანია უფრო სწრაფად უნდა დატოვონ - დეპორტაციის მკაცრი წესები უნდა აღსრულდეს"

უცხოელმა დამნაშავეებმა გერმანია უფრო სწრაფად უნდა დატოვონ, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა.

„უცხოელმა დამნაშავეებმა გერმანია უფრო სწრაფად უნდა დატოვონ. დეპორტაციის მკაცრი წესები, რომლებიც ჩვენ შევქმენით, ახლა უნდა აღსრულდეს“, - განაცხადა ნენსი ფეზერმა.

ნენსი ფეზერმა მონაცემები წარადგინა, რომლის მიხედვით, გასულ წელს გერმანიაში დანაშაულების საერთო რაოდენობა 5,5%-ით, ხოლო უცხოური წარმომავლობის მქონე ეჭვმიტანილთა რაოდენობა 13,5%-ით გაიზარდა.

„ვინც წესებს არ იცავს, ქვეყანა უნდა დატოვოს“, - აღნიშნა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.