„2025 წლისთვის პროფესიული კვალიფიკაციები ყველა სექტორში უპასუხებს შრომის ბაზრის ადგილობრივ და საერთაშორისო საჭიროებებს“

„2025 წლისთვის პროფესიული კვალიფიკაციები ყველა სექტორში უპასუხებს შრომის ბაზრის ადგილობრივ და საერთაშორისო საჭიროებებს“,- ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიშშია საუბარი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2023 წელს შემუშავდა/გადამუშავდა 31 კვალიფიკაცია, 2024 წელს მოხდება 55 კვალიფიკაციის განახლება, ხოლო 2025 წელს 40 კვალიფიკაციის.

„დასაქმების ხელშეწყობა მოიაზრებს შრომის ბაზრის საჭიროებებზე მორგებული ახალი კვალიფიკაციების განვითარებას. ამ მიზნით, საანგარიშო პერიოდში დამტკიცდა „პროფესიის სტანდარტის/პროფესიის სტანდარტების შემუშავებისა და დამტკიცების წესი" და "პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესი".

აღნიშნული, რეგულაციების მიღების შედეგად, დაიწყო პროფესიული კვალიფიკაციების გადახედვა და შრომის ბაზრის საჭიროების შესაბამისად ახალი კვალიფიკაციების განვითარება. მეთოდოლოგიის მთავარი მიმართულებაა ის, რომ კერძო სექტორი გახდა ამ პროცესში წამყვანი და კვალიფიკაციები გაითვალისწინებს იმ უნარებს, რომლებიც შრომის ბაზარს რეალურად სჭირდება. 2023 წელს შემუშავდა/გადამუშავდა 31 კვალიფიკაცია (ხოლო 2024 წელს მოხდება 55 კვალიფიკაციის და 2025 წელს 18 40 კვალიფიკაციის განახლება). 2025 წლისთვის პროფესიული კვალიფიკაციები ყველა სექტორში უპასუხებს შრომის ბაზრის ადგილობრივ და საერთაშორისო საჭიროებებს“,- აღნიშნულია ანგარიშში.

ნინი ქეთელაური