3 სახელმწიფო ქონება, რომელიც ახლა იყიდება

წელს, აუქციონზე გამოტანილი სახელმწიფო ქონებიდან 11 უკვე გაიყიდა. პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, წელს ყველაზე ძვირად თბილისში, სარაჯიშვილზე, 65402.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გაიყიდა. ინვესტორმა ქონება 34 220 000 ლარად შეიძინა.

ყველაზე იაფად კი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხახალაჯვარში მდებარე 11525.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები გასხვისდა, კერძოდ, 705 00 ლარად.

რაც შეეხება მიმდინარე აუქციონებს, ამ დროისთვის მხოლოდ 3 იყიდება.

ესენია:

  • თბილისში, სოფელ დიღომში, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩა N30-ში მდებარე 3896.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულება 2 490 000 ლარია;
  • თბილისში, წყნეთში (ნაკვეთი 12/137) მდებარე 1540.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც1 110 000 ლარად იყიდება;
  • ლაგოდეხში, ჯანელიძის ქუჩა N1-ში არსებული 18479.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1, N2, N3, N4, N5 (ნანგრევი), N6 (ნანგრევი) შენობა-ნაგებობები - ფასი 1 750 000 ლარია.

ნინი ქეთელაური