მსოფლიოს 10 ყველაზე ძლიერი/სუსტი პასპორტი - რომელ ადგილზეა საქართველო

Henley Passport Index-ის 2024 წლის ძლიერი პასპორტების რეიტინგში საქართველომ 51-ე ადგილი დაიკავა. ანგარიშის თანახმად, საქართველოს პასპორტით უვიზო შესვლა შესაძლებელია 122 ქვეყანაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელთან შედარებით, საქართველო რეიტინგში ერთი პუნქტით დაქვეითდა. 2023 წელს ქვეყანა 50-ე ადგილს იკავებდა, ხოლო უვიზო შესვლა შესაძლებელი იყო 116 ქვეყანაში.

ამასთანავე, აღნიშნულ რეიტინგში 2022 წელს საქართველო 48-ე ადგილს (უვიზოდ შესვლა 115 ქვეყანაში), ხოლო 2021 წელს 55-ე ადგილს იკავებდა (115 ქვეყანა).

მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების ათეულში საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, სინგაპური, ესპანეთი, ფინეთი, ნიდერლანდები, სამხრეთ კორეა და შვედეთი მოხვდა.

რაც შეეხება ყველაზე სუსტ პასპორტებს მსოფლიოში, ათეული ასე გამოიყურება: ავღანეთი, სირია, ერაყი, პაკისტანი, იემენი, სომალი, ნეპალი, ლიბია, პალესტინა და ჩრდილოეთ კორეა.

მერი ტაბატაძე