გასულ წელს აღსრულების ბიუროში უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით 610 საქმე შევიდა

გასულ წელს აღსრულების ბიუროში უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით 610 საქმე შევიდა. ამის შესახებ სახალხო დამცველის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული.

კერძოდ, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, პრობლემად რჩება საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეების, მათ შორის, სხვისი მფლობელობიდან/სარგებლობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის საქმეების განსახილველად კანონით დადგენილი ვადების გაჭიანურების საკითხი.

„სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე, ამავე უწყებაში შევიდა უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვასთან დაკავშირებული 610 საქმე, ამასთანავე, 2024 წლის იანვრის ბოლოს მონაცემებით, ჯამში 1861 ასეთი მიმდინარე სააღსრულებო საქმეა წარმოებაში.

წარმოებაში არსებულ საქმეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება წინა წლის იმავე მაჩვენებლისგან, რაც ამ მიმართულებით, მესაკუთრეთა საკუთრების უფლების სრულფასოვნად და დროულად რეალიზებისთვის შესაბამისი ზომების მიღების საჭიროებაზე მიუთითებს,“- აღნიშნულია ანგარიშში.

თაია არდოტელი