წელს, 2 თვეში საქართველოში 19 493 ტონა, 1,625 მლნ აშშ დოლარის მარილი შემოვიდა, რაც გასული წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
შედარებისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში 19 319 ტონა (1,732 მლნ აშშ დოლარის) პროდუქტი შემოვიდა, 2022 წლის 2 თვეში 18 720 ტონა (1,299 მლნ აშშ დოლარი), 2021 წელს 9 330 ტონა (763.8 ათასი აშშ დოლარი), 2020 წელს - 13 052 ტონა (1,148 მლნ აშშ დოლარი) და ა.შ.
ამავე მონაცემების მიხედვით, წელს საქართველოს 1 კგ მარილი საშუალოდ, დაახლოებით, 8 ცენტი დაუჯდა. მთავარი იმპორტიორი კი თურქეთი იყო, საიდანაც 1 კგ მარილის შესასყიდი ფასი 7 ცენტი იყო.
უფრო დეტალურად, გთავაზობთ მარილის წლევანდელ ფასებს, მთავარი 5 იმპორტიორი ქვეყნის მიხედვით:
ცნობისთვის, ფასი დათვლილია გადასახადების გარეშე.