ჩინეთსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებას ხელი ოფიციალურად მოეწერა

ჩინეთსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებას ხელი ოფიციალურად მოეწერა, - ამის შესახებ „ბიზნესპრენიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ჩინეთში საქართველოს მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობას მას შემდეგ შეძლებენ, რაც ორივე სახელმწიფოში შიდა პროცედურები დასრულდება.

„შიდა პროცედურები როცა დასრულდება ორივე სახელმწიფოში, მას შემდეგ შევა ძალაში. ზუსტი დრო არ ვიცით“, - განგვიცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი საქართველოს მხრიდან 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ 2024 წლის 26 თებერვალს გახდა ცნობილი.

მერი ტაბატაძე