თურქეთის ელექტრომობილების ბაზაზრე ახალი Togg-ი დამაჯერებლად ლიდერობს

მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, თურქეთის მიერ შემუშავებულმა პირველმა ელექტრომობილ Togg-მა თავის სეგმენტში ლიდერობა შეინარჩუნა. ამის შესახებ ავტომობილების დისტრიბუტორთა და მობილურობის ასოციაციის (ODMD) ანგარიშში წერია, რასაც სააგენტო, Anadolu ავრცელებს.

კერძოდ, Togg-მა იანვარ-მარტში თურქეთში 4,145 ელექტრომობილი გაყიდა და უახლოეს კონკურენტს 2,533 ერთეულით გაუსწრო. Togg T10X-ი ელექტრომობილების ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე გაყიდვადი მოდელი გახდა, ხოლო ტოპ 5-ეულის შემდეგი ელექტრომობილები BMW 5 Series-ი, Ssangyong Torres-ი, MG4-ი და Atto 3-ია.

აღნიშნულ პერიოდში Togg-ს ელექტრომობილების ბაზრის 29.7%-იანი წილი ეკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ, თითქმის, ყოველი მესამე გაყიდული ელექტრომობილი Togg T10X-ის მოდელი იყო.

თურქეთში სრულად ელექტრონული ავტომობილების გაყიდვები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 275,9%-ით გაიზარდა და 14,158 ერთეულს მიაღწია. ამასთან, ავტომობილების მთლიან გაყიდვებში ელექტრომობილების წილი 2,1%-დან 6,1%-მდე, ხოლო ჰიბრიდული მანქანების წილი 11%-დან 14,2%-მდე გაიზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ