მეტეხის გვირაბში ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებულ ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო სამუშაოები იგეგმება.

მათი ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, ფერდის გაწმენდის სამუშაოები განხორციელდება, რის გამოც, ორი ღამის განმავლობაში, 11 და 12 აპრილის 00:00-დან 06:00 საათამდე, გვირაბში საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის.