რა მოსწონთ და რა არა ტურისტებს საქართველოში

"არ გეწყინოთ, მაგრამ ქართველებმა დროის ფასი არ იცით"

ბოლო წლებში საქართველო ტურისტების სიმცირეს არ უჩივის. დედაქალაქში ჩამოსული ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი მაინც ძველი თბილისის უბნები, ელიას მთა და ნარიყალას ციხეა, საღამოობით კი მათ ლესელიძისა და შარდენის ქუჩებზე შეხვდებით. თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი ტურისტი კახეთში, ხევსურეთში, ბორჯომში, ყაზბეგსა და სვანეთშია.

რა მოსწონთ და რა არა ტურის­ტებს საქართველოში? ამის გასარ­კვე­ვად"თბილისის ქუჩებში უცხოელ ტურისტებს გავესაუბრეთ.

ესპანელ წყვილს, ვალენტინოსა და პასკალს შარდენზე შევხვდით. შეკითხვებზე თავაზიანად გვიპას­უხეს და ფოტოს გადაღებაზეც დაგ­ვთანხმდნენ. "საქართველო საოცარი ქვეყანაა. ქართველები უცხოელების მიმართ საოცრად კეთილგანწყობილნი არიან. ყველაზე მეტად რაც არ მოგვწონს, მაღალი ფასებია - თბილისი­ ევროპის სხვა ქალაქებზე ბევრად­ ძვირია. რამდენიმე დღის წინ რესტორანში ვახშმობა 300 ლარი დაგვიჯდა. ეს კი ძალიან ბევრია(?!)", - გვითხრა ესპანელმა წყვილმა. 

ჟანსა და მიშელს მეტროში შევხვდით. ისინი მგზავრებს აკვირდებოდნენ. გაჩერებაზე მოწყალების სათხოვნელად ბოშა გოგონა შემოვიდა და მგზა­ვრებს ჩამოუარა, ტურისტების დანახვაზე კი უმალ მათკენ გაეშურა. მამაკაცმა ხელით უარი ანიშნა.­ გოგო მაინც არ მოეშვა და პერანგზე­ დაეჯაჯგურა. ის იყო, ვიფიქრე, ტურისტს მოთმინების ძაფი გაუწყდება-მეთქი და, ტურისტს არა, მაგრამ მის გვერდით მდგომ ქართველ მამაკაცს ნერვებმა უმტყუნა და ბავშვს ხელი ჰკრა, მოშორდიო. ისიც წავიდა. წყვილი წამოდგა­ და გასასვლელისკენ გაემართა.­ მეც დრო ვიხელთე და გამოველაპარაკე. "საფრანგეთიდან ვართ. მათხოვარი ნებისმიერ ქვეყანაშია. სამწუხაროდ, ეს ჩვენი­ რეალობაა... საქართველოში პირველად ვართ. უკვე ვიყავით კახეთში, სვანეთში. ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის მართლაც საუკეთესო­ ადგილებია. დასანანია, რომ უცხოელებს­ ადგილობრივები ფასებს ლამის უასმაგებენ. ჩვენთანაც ძვირია სუვენ­ირები. თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით­ ან ფეხით დავდივართ. მეტრო მართლაც კარგი­ გაქვთ, რასაც ვერ ვიტყვი ავტობუსზე. მუდამ გადატვირთულია, თან გვეჩვენება, რომ ხალხი ყველაფერზე ჩხუბობს", - აღნიშნეს ფრანგმა სტუმრებმა.

შტეფანი გერმანელია. პირველად საქართველოში ოცი წლის წინ ჩამოვიდა. ამბობს, რომ დღევანდელი საქართველო რადიკალურად შეცვლილია: გზები, ინფრ­ასტრუქტურა მაღალ დონეზეა. "გასაოცარი ბუნება გაქვთ. სამზარ­ეულოზე არაფერს ვამბობ. ნიგვზიან ბადრიჯანზე ვგიჟდები, ისე მომწონს. პირველად რამაც საქართველოში გამაოცა, არაპუნქტუალურობა იყო. ასევე, გადაჭარბებულმა ხმაურმა. არ გეწყინოთ, მაგრამ ქართველებმა დროის ფასი არ იცით", - ამბობს შტეფანი.

მარკო ჩეხია. საქართველოში პირველად ჩამო­ვიდა: "მეგობრებისგან შევიტყვე, რომ აქაურობა ძალიან ლამაზია და ჩამოსვლა გადავწყვიტე, არც ვნანობ. თუმცა­ მგონია, რომ სათანადოდ ვერ აფასებთ თქვენს ქვეყანას. ქალაქს სიმ­წვანე აკლია, ლამის ყოველ ნაბი­ჯზე შენობებია. ყაზბეგში დაუვი­წყარი დღეები გავატარე. მხოლოდ გზები არ მომეწონა. ასეთი ლამაზი ქვეყანა გაქვთ და კარგი იქნება,­ თუ მიხედავთ".

ალბერტო იტალიელი ტურ­ი­ს­ტია: ­"რამდენიმე წლის წინ კახეთში ჩემი მეგობრები იყვნენ, იქ ტყავის გადამმუშავებელი საამქრო ჰქონდათ. მათგან შევიტყვე, რომ არის ასეთი ქვეყანა - საქართველო, სადაც შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს. სამხრეთელებისთვის დამახასიათებელი ბევრი საერთო თვისება გვაქვს. ორივე ერი ხმაურ­იანი ვართ. ხვალ სამშობლოში მივემგზავრები და თან მიმყვება საქართველოში გატარებული ულამაზესი დღეები, უმდიდრესი­ ფოტოარქივი და კიდევ ხინკლის გემო"."

სალომე გოგოხია