8 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მიმდინარე წელს თბილისში დაიწყება

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, თბილისში 8 ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყება იგეგმება.

გარდა ამისა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ მერიაში განუცხადეს, მაისში დასასრულს უახლოვდება ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა.

„მიმდინარე წელს დაგეგმილია შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება: 1. უნივერსიტეტი-ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზა-გვირაბის მშენებლობა; 2. წყნეთის გზატკეცილის დასაწყისიდან (ვაკის სასაფლაოს შესასვლელთან) წყნეთის გზატკეცილის N6-მდე გზის რეაბილიტაცია და გაფართოება; 3. წყნეთის გზატკეცილის N6 -დან სიკო დოლიძის ქუჩამდე მონაკვეთის რეაბილიტაცია; 4. წყნეთის გზატკეცილზე, სიკო დოლიძის ქუჩიდან ბაგების ხიდის კვანძამდე მონაკვეთის რეაბილიტაცია; 5. მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა; 6. 9 აპრილის (ყოფილი ჩიტაძის) ქუჩის რეაბილიტაცია, ინგოროყვას ქუჩის და რუსთაველის გამზირის მონაკვეთში; 7. სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩის რეაბილიტაცია და 8. სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.