საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე რუსეთშია რეგისტრირებული - როგორია ათეული

უცხოეთში ოფიციალურად საქართველოს 27 291 მოქალაქეა რეგისტრირებული, საიდანაც სრულწლოვანია 23 281, არასრულწლოვანი კი 4 010 - ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის კითხვის საპასუხოდ.

სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციაში - 7 569, მეორე ადგილზეა საბერძნეთი - 4 048, სამეულში შედის უკრაინა, სადაც 2024 წლის აპრილის მდგომარეობით რეგისტრირებულია საქართველოს 2 652 მოქალაქე.

ათეულში შედიან:

  • გერმანია - 1 917 მოქალაქე
  • ესპანეთი - 1 475 მოქალაქე
  • აშშ - 1 407 მოქალაქე
  • საფრანგეთი - 1 118 მოქალაქე
  • ისრაელი - 1 070 მოქალაქე
  • თურქეთი - 731 მოქალაქე
  • ბელგია - 710 მოქალაქე

სააგენტოს პასუხის შესაბამისად, 1 118 მოქალაქის შემთხვევაში ქვეყანა მითითებული არ არის.

საქართველოს თითო-თითო მოქალაქე რეგისტრირებულია კოლუმბიაში, მალტაში, ლუქსემბურგში, სლოვენიასა და ტაჯიკეთში.