ნიუ-იორკში დაუმთავრებელი ცათამბჯენი იყიდება

ნიუ-იორკის ბრუკლინის რაიონში მდებარე და “საურონის კოშკად” ცნობილი დაუმთავრებელი ცათამბჯენი დეველოპერის დავალიანების გამო აუქციონზე გაიყიდება. ინფორმაციას Financial Times (FT) ავრცელებს.

აუქციონი 10 ივნისს გაიმართება.

კოშკის გაიყიდვის მიზეზი კრედიტორ Silverstein Capital Partners-ის მიერ ვალის ამოღების პროცესის ინიცირებაა, რომელიც 235 მლნ დოლარის კრედიტის გადაუხდელობის გამო დეველოპერ მაიკლ სტერნის კომპანია JDS Development Group-ის წინააღმდეგ დაიწყო.

FT წერს, რომ ეს ფინანსური პრობლემა საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდის გამო შეიქმნა, რაც 2022 წლის დასაწყისში დაიწყო. შედეგად უძრავი ქონების ბევრ პროექტს ვალი დაედო, რისი რეფინანსირებაც არ შეიძლება.

ნიუ-იორკის ბროკერ ადელაიდა პოლსინელმა გაზეთს განუცხადა, რომ „ეს ბოლო ასეთი შემთხვევა არ არის და საპროცენტო განაკვეთების ზრდის, ასევე, გაყიდვების შენელების გამო მსესხებლები აღებულ ვალდებულებებს ვერსად ვერ ასრულებენ.”

“არცერთი აქტივის კლასი არ არის უსაფრთხო,“ - აცხადებს ბროკერი.

“საურონის კოშკი” 2021 წელს აშენდა. 93-სართულიან შენობაში კალათბურთისა და ძაღლების სასეირნო მოედნები, სახურავზე კი აუზი და “სკაი-ლაუნჯი” არის განთავსებული.

მცხოვრებლების ნაწილი თავიანთ ბინებში ჯერ კიდევ სამი წლის წინ შესახლდა, თუმცა მშენებლობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ჯერ უცნობია, როდის დასრულდება ცათამბჯენის მშენებლობა და რამდენი ბინა დარჩა გასაყიდი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ