საქართველოს 105 988 ევროს გადახდა მოუწია - ლევან მურუსიძის რომელ 5 გადაწყვეტილებაზე დაადგინა დარღვევა სტრასბურგის სასამართლომ?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის მიერ განხილულ, სულ ცოტა, ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ხუთი საქმიდან, სამ საქმეზე სასამართლომ დარღვევების შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა, ხოლო ორ საქმეზე სახელმწიფომ თავად აღიარა დარღვევა.

„ამ საქმეების გამო საქართველოს სახელმწიფოს დაზარალებულების სასარგებლოდ, ჯამში, 105 988 ევროს გადახდა მოუწია. ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, ლევან მურუსიძე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს უნდა დაექვემდებაროს, რასაც ის, სასამართლო კლანის სხვა წევრებთან და ხელისუფლებასთან ერთად, აქტიურად ეწინააღმდეგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დარღვევა დადგინდა შემდეგ საქმეებზე:

  • სანდრო გირგვლიანის საქმე
  • სულხან მოლაშვილის საქმე
  • გიორგი მიქიაშვილის საქმე
  • ე.წ. მეამბოხე მოსამართლეების საქმე
  • პაატა როსტომაშვილის საქმე

murusidze-0-1712824423.jpeg