სტიქიამ თეთრიწყაროს რაიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა

თეთრიწყაროს რაიონში გადაუღებელი წვიმის შედეგად რამდენიმე სოფელი დაზარალდა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მოვარდნილმა წყალმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები წაიღო, დაზიანდა საავტომობილო გზებიც.

მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია. განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დახოცილია პირუტყვი. სტიქიის შედეგად დაზარალდა ქვემო და ზემო ირაგას მოსახლეობაც.

ქვემო ქართლის გუბერნატორის პაატა ხიზანაშვილის თქმით, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

"ძლიერი წვიმის გამო ხიდები და გზაა დაზიანებული. ადგილზე მუშაობენ გამგებელი, მოადგილეები. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, დაიხოცა საქონელი. კომისია შეიქმნა, რომელიც ზარალს ადგენს", - განაცხადა ხიზანაშვილმა.