„მომდევნო 6 თვის განმავლობაში, მოსალოდნელია ინფლაციის ზრდა“

„მომდევნო 6 თვის განმავლობაში, მოსალოდნელია ინფლაციის ზრდა,“ - ამის შესახებ pmcg-ს მიერ ჩატარებულ ქართველი ეკონომისტების გამოკითხვაშია აღნიშნული.

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხვის თანახმად, 2024 წლის 1-ელ კვარტალში ქართველი ეკონომისტები დადებითად აფასებენ საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას.

„მათი შეფასება მცირედით გაუმჯობესდა როგორც 2023 წლის IV კვარტლის შეფასებასთან, ასევე, 2023 წლის I კვარტლის შეფასებასთან შედარებით.

გამოკითხული ქართველი ეკონომისტების შეფასებით, რეალური მშპ-ს მოსალოდნელი ზრდის პროგნოზი 2024 წელს საშუალოდ 5.3%-ს შეადგენს.

მომდევნო 6 თვის განმავლობაში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მოსალოდნელია ინფლაციის ზრდა. 2024 წლისთვის მოსალოდნელი ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 3.4%-ია,“- ნათქვამია გამოკითხვაში.

თაია არდოტელი