საუდის არაბეთმა ცათამბჯენის აშენების გეგმაში ცვლილებები შეიტანა. როგორც ირკვევა, შენობა აღარ იქნება ისეთი გრანდიოზული, როგორც დაგეგმილი იყო.
დაგეგმილი იყო, რომ ცათამბჯენი მილიონზე მეტი მცხოვრებლისთვის ყოფილიყო გათვლილი, თუმცა ახალი გეგმის თანახმად, ის მხოლოდ 300 000 ადამიანს დაიტევს.
ექსპერტების თქმით, ცვლილებები უცხოელი ინვესტიციების მოპოვებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გამოიწვია.
ამ წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ ფოტოებზე აშკარად ჩანდა, რომ უდაბნოში გათხრები უკვე დაწყებულია. ცათამბჯენის აშენება საუდის არაბეთის ჩრდილო-დასავლეთში იგეგმება, იგი სათავეს წითელი ზღვის სანაპიროზე აიღებს და მთებსა და უდაბნოს გადაკვეთს. გეგმის მიხედვით, შენობა მთლიანად გამჭვირვალე უნდა იყოს. ეს პროექტი, რომელსაც The Mirror Line-ი ჰქვია, პრინც მუჰამედ ბინ სალმანის მიერაა ინიცირებული. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1.2 მილიარდი დოლარია.
პროექტი საუდის არაბეთის მთავრობის Vision 2030 - პროგრამის ნაწილია.
შენობაში დაგეგმილია Four Seasons-ის სასტუმროს, აპარტამენტებისა და საოფისე სივრცის მოწყობა. გადაადგილებისთვის, ადამიანები ცათამბჯენის ქვეშ არსებული ჩქაროსნული მატარებლით ისარგებლებენ. მოსახლეობის გამოკვების საკითხის მოგვარება კი შენობის კონსტრუქციაში ინტეგრირებული ვერტიკალური ფერმების მეშვეობით იგეგმება.