საწვავი კიდევ გაძვირდა

საწვავი კიდევ გაძვირდა, საწვავზე ფასები ზოგიერთ ქსელში კიდევ გაიზარდა.

კომპანია "ლუკოილის" დირექტორის მოადგილის შავლეგ მიშველაძის განცხადებით, "ლუკოილის" ქსელში საწვავის ფასები დღეს დილიდან 2-დან 5 თეთრამდე გაიზარდა.

მისივე თქმით, ფასებთან დაკავშირებით სამომავლო ტენდენცია ნავთობის მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებთანაა დაკავშირებული.

ამჟამად "ლუკოილში" საწვავზე ფასები ასეთია - Euro Super 2.19 ლარი ღირს, Premium Avantgarde - 2.09 ლარი, Euro Regular - 1.93 ლარი და Euro Diesel - 2.07 ლარი.

ბოლო ერთ კვირის განმავლობაში საწვავზე ფასები კომპანია "გალფმაც" გაზარდა. როგორც  კომპანიის წარმომადგენელმა, ნინო ჯიბლაძემ განაცხადა, სხვადასახვა პროდუქტზე ფასები 3-დან 5 თეთრამდე არის მომატებული. მისივე თქმით, აღნიშნული საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების მატებითაა განპირობებული.

კომპნია "გალფში" საწვავზე ფასები ასე გამოიყურება - G-force Premium - 2.15 ლარი, G-force Euro Regular - 2.09 ლარი, Regular - 1.99 ლარი, Euro Diesel - 1.96 ლარი, G-force Euro Diesel - 2.12 ლარი.

კომპანია "რომპეტროლში" მომხმარებელს საწვავის შეძენა შემდეგ ფასად შეუძლია - Efix Super Euro - 2.24 ლარი, Efix Euro Premium -2.14 ლარი, Euro Regular - 1.93 ლარი, Efix Euro Diesel - 2.14 ლარი, Euro Diesel - 1.94 ლარი.

კომპანია "ვისოლში" მომხმარებელს EKO Super-ის შეძენა 2.14 ლარად, EKO Premium-ის 2.09 ლარად, EKO Regular-ის 1.96 ლარად, EKO Diesel-ის 2.07 ლარად, EKO Super 100-ის - 2.30 ლარად, Euro Regular-ის - 1.93 ლარად, Diesel Energy-ის - 1.92 ლარად შეუძლია.

კომპანია "სოკარში" ამჟამად Super - 2.14 ლარი ღირს, Nano Premium - 2.04 ლარი, Euro Regular - 1.93 ლარი, Nano Regular - 1.90 ლარი, Nano Diesel - 1.89 ლარი, Euro diesel - 2.07 ლარი.

რაც შეეხება "ფრეგოს", საწვავის ფასები ასე გამოიყურება - Premium - 1.94 ლარი, Euro Regular - 1.83 ლარი, Euro Diesel 3 - 1.84 ლარი, Euro Diesel 5 - 1.89 ლარი.