ტრამპი უმდიდრესი ადამიანი აღარ არის

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის სიაში ადგილი დაკარგა.

ტრამპი სიიდან Trump Media & Technology Group Corp.-ის აქციების ჩამოშლის ფონზე ამოვარდა, რომელიც სოციალურ ქსელ Truth Social-ის მფლობელი კორპორაციაა.

ბირჟაზე მისი ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა სულ ახლახან, 26 მარტს დაიწყო. მართალია, პირველ ორ დღეში კოტირებები 40%-ით გაიზარდა, მაგრამ შემდეგ შემობრუნდა და სწრაფი დაცემა დაიწყო.

11 აპრილს აქციები 8,57%-იანი დაცემით, 34,26 დოლარის დონეზე დაიხურა. IPO-ს დაწყების მომენტიდან კომპანიის აქციები 31,4%-ით გაუფასურდა. ამ ფონზე ტრამპის ქონება 4,6 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

Forbes-ის რეიტინგში აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი 697-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ