მსოფლიო ბანკის პროგნოზით, უკრაინას აღდგენისთვის, დაახლოებით, 500 მლრდ დოლარი დასჭირდება.
„უკრაინაში რეკონსტრუქციისა და აღდგენის ღირებულება 486 მლრდ დოლარამდე გაიზარდა“, - წერია ორგანიზაციის ანგარიშში.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, ეს თანხა უკრაინის 2021 წლის ეკონომიკას, თითქმის, ორჯერ აღემატება.
„აღდგენის ტემპი, სავარაუდოდ, 2023 წლის 4.8%-დან წელს 3.2%-მდე შენელდება, რაც მცირე მოსავალსა და მუშახელის დეფიციტს ასახავს,“ - წერს ბანკი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ