GWP-ში ვერ ასახელებენ, როდის აღდგება თბილისში სრულად წყალმომარაგება

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისში წყალმომარაგების შეფერხებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რამდენიმედღიანი კოკისპირული წვიმა და არაგვის ადიდებით გამოწვეული ღვარცოფები, რაც ამ დრომდე გრძელდება, კვლავაც პრობლემას უქმნის "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" არაგვის ხეობაში მდებარე სათავე ნაგებობების ფუნქციონირებას.

"არსებული მდგომარეობა წყალმომარაგების ჩვეული რეჟიმების დარღვევას იწვევს, რის გამოც, დედაქალაქის ზოგიერთ უბანს წყალი ამ დრომდე შეფერხებებით მიეწოდება. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მდგომარეობის სრულ სტაბილიზაციამდე, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს", - აღნიშნულია განცხადებაში.