მსოფლიოში სიმინდის წარმოება შემცირდება - USDA-ს პროგნოზი

USDA-ს ანალიტიკოსებმა სიმინდის მსოფლიო წარმოების პროგნოზი დაასახელეს. მათი ვარაუდით 2023-24 წლებში პროდუქტის მოსავალი 1 227,86 მლნ ტონა იქნება. სიმინდის მსოფლიო ექსპორტის პროგნოზი 1,68 მლნ ტონით 200,59 მლნ ტონამდე შემცირდა.

USDA-ს ანგარიშის მიხედვით, უკრაინაში სიმინდის მოსავლის პროგნოზი არ შეცვლილა და ის დაახლოებით 29,5 მლნ ტონა იქნება, აქედან ექსპორტი - 24,5 მლნ ტონა.

მათ ასევე უცვლელად დატოვეს შეერთებულ შტატებში სიმინდის წარმოების შეფასება - 389,69 მლნ ტონა, ასევე არ შეცვლილა ექსპორტის პროგნოზი - 53,34 მლნ ტონა.

რაც შეეხება ჩინეთს, სიმინდის მოსავალი აქ 288 მლნ ტონა იქნება, იმპორტი - 23 მლნ ტონა, საბოლოო მარაგი კი 211 მლნ ტონა.

რაც შეეხებათ ძირითად ექსპორტიორ ქვეყნებს, პროგნოზი ასეთია:

არგენტინა - მოსავალი 55 მლნ ტონა (-1), აქედან 42 მლნ ტონა ექსპორტი იქნება. ბრაზილია - 124 მლნ ტონა, აქედან 52 მლნ ტონა ექსპორტი, რუსეთი - 16,6 მლნ ტონა, აქედან 5.6 მლნ ექსპორტზე გავა, ხოლო სამხრეთ აფრიკა - 14 მლნ ტონა (-1,5), ექსპორტზე კი 2 მლნ ტონა (-0,9) გავა.

ეკა დარჩიაშვილი