დაგროვებითი პენსიით 9 ათასამდე ადამიანმა ისარგებლა - რამდენი მილიონი ლარი გაიცა

დაგროვებითი პენსიით სხვადასხვა კატეგორიის 8,958 პირმა ისარგებლა - ამის შესახებ აღნიშნულია საპენსიო სააგენტო განახლებულ სტატისტიკაში.

სააგენტოს 31 მარტის სტატისტიკური მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 503 ათასი ადამიანია. 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 8,958 პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 29,257,490.28 ლარი. საპენსიო აქტივების ღირებულება, კი შეადგენს 4.8 მლრდ ლარს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.