პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, წელს აუქციონზე გამოტანილი სახელმწიფო ქონებიდან 11 უკვე გაიყიდა. შედეგების მიხედვით, ყველაზე ძვირად თბილისში, სარაჯიშვილზე, 65402.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გაიყიდა, რომელშიც ინვესტორმა 34 220 000 ლარი გადაიხადა.
რაც შეეხება, ყველაზე იაფად გაყიდულ ქონებას, სამტრედიაში, გრიბოედოვის ქ. N53-ის მიმდებარედ არსებული 43512 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები იყო. „მიდამო დეველოპმენტმა“ ქონებაში 133 000 ლარი გადაიხადა.
გთავაზობთ, აუქციონის შედეგების მხედვით, ყველაზე იაფად გაყიდული ქონების ხუთეულს:
- სამტრედიაში, გრიბოედოვის ქ. N53-ის მიმდებარედ არსებული 43512 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები - 133 000 ლარი.
- ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩა N27-ში, N29-ის მიმდებარედ, ასევე, N29-ში არსებული 1788.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა - 174 500 ლარი.
- ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ურაველში მდებარე 10543.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1-N8 შენობა-ნაგებობა - 336 000 ლარი.
- თბილისში, აბუსერიძე ტბელის ქუჩა N80-ში არსებული 1913.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა - 514 000 ლარი.
- რუსთავში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე 2517.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 (ნანგრევი) შენობა-ნაგებობა - 709 000 ლარი.