საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2,6709 ლარი ღირს. მართალია მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ლარი დოლართან მიმარტებით მეტ-ნაკლებად მყარ ვალუტად ითვლება, თუმცა მსოფლიოში რამდენიმე ქვეყნის ვალუტა არა თუ დოლართან, ევროსთან და გირვანქა სტერლინგთან შედარებით უფრო ძვირი ღირს.
გთავაზობთ, მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ვალუტებს დოლართან მიმართებით. (კურსი დაანგარიშებულია 11 აპრილის ოფიციალური სტატისტიკით)
ყველაზე სუსტი ვალუტა დოლართან მიმართებით კი არის ირანული რიალი, დღევანდელი კურსით ერთი დოლარი 42 062 რიალი ღირს.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელი ქვეყნების ვალუტებს, ყველაზე მყარი დოლართან მიმართებით არის აზერბაიჯანული მანათი, თუმცა ის ფიქსირებულია და უკვე წლებია ერთი ამერიკული დოლარი 1,70 მანათი ღირს. სიძლიერით მეორე ადგილზეა ქართული ლარი - ერთი დოლარი დღევანდელი კურსით 2,6709 ლარი ღირს; 92,90 რუსულ რუბლად იყიდით ერთ ამერიკულ დოლარს; სომხური დრამი დოლართან მიმართებით საკმაოდ დაბალია და დღეს ერთი დოლარი 393,94 დრამია. რაც შეეხება თურქეთის ეროვნულ ვალუტას, ერთი დოლარი 32,36 ლირა ღირს.