Google-მა Chrome-ის ფასიანი ბრაუზერი გამოუშვა

Google-მა მომხმარებლისთვის Chrome-ის ფასიანი ბრაუზერის შეთავაზება დაიწყო. ამის შესახებ პროდუქტის ოფიციალურ საიტზეა ნათქვამი.

კომპანიამ ბრაუზერი Chrome Enterprise Premium წარადგინა და როგორც მისი ავტორები იუწყებიან, ამ პროგრამამ დაცვა გაზარდა. აპლიკაციას შეუძლია ავტომატურად ჩამოტვირთოთ უსაფრთხოების პატჩები და სხვადასხვა შესწორებები. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ დაბლოკონ ვებ-გვერდის საეჭვო პარამეტრები.

Google-მა წარადგია ორი ვარიანტი - უფასო ვერსია Chrome Enterprise Core და Chrome Enterprise Premium, რომელიც თვეში 6 დოლარი ღირს. ფასიან ვერსიას ასევე საიტების ჩაშენებული ანალიზატორი, მონაცემთა ქურდობისგან დაცვისა და URL ფილტრაციის ფუნქცია აქვს.

ეკა დარჩიაშვილი