აშშ-მა რუსული წარმოშობის ალუმინის, სპილენძისა და ნიკელის იმპორტზე აკრძალვა დააწესა

ამერიკის ხელისუფლებამ რუსული წარმოშობის ალუმინის, სპილენძისა და ნიკელის იმპორტზე აკრძალვა დააწესა.

„შედეგად, შეერთებულ შტატებში ალუმინის, სპილენძისა და ნიკელის იმპორტი აკრძალულია“, - აღნიშნა დეპარტამენტმა.

საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC), რომელიც პასუხისმგებელია სანქციებზე, განმარტა, რომ აკრძალვა არ ვრცელდება 2024 წლის 13 აპრილამდე მოპოვებულ ლითონებზე, ხოლო 13 აპრილის შემდეგ მოპოვებული ლითონების გადაზიდვა შესაძლებელია დაშვებული OFAC-ის ლიცენზიით იყოს.

ეკა დარჩიაშვილი