10 ქვეყანა, სადაც რძე ყველაზე ძვირი/იაფია - რომელ ადგილზეა საქართველო

Numbeo-მ მიმდინარე წლის რძის ფასების ინდექსი განაახლა. შედეგები ეფუძნება ბოლო 12 თვის განმავლობაში არსებული მონაცემების ანალიზს. 95 ქვეყანას შორის საქართველო მე-11 ადგილზე მოხვდა. კვლევის თანახმად, საქართველოში 1 ლიტრი რძე საშუალოდ 1.97 დოლარი ღირს.

1 ლიტრი რძის სიძვირის მიხედვით, ათეული ასე გამოიყურება:

  • იამაიკა - 3.31 დოლარი
  • ჰონგ-კონგი (ჩინეთი) - 3.19 დოლარი
  • ტაივანი - 3 დოლარი
  • სინგაპური - 2.9 დოლარი
  • ნიგერია - 2.9 დოლარი
  • კანადა - 2.14 დოლარი
  • კატარი - 2.07 დოლარი
  • სამხრეთ კორეა - 2.05 დოლარი
  • არაბთა გაერთიანებული საემიროები - 2.01 დოლარი
  • ნორვეგია - 2.01 დოლარი

კვლევის თანახმად, 1 ლიტრი რძე ყველაზე იაფი შემდეგ ათ ქვეყანაშია:

  • ტუნისი - 0.46 დოლარი
  • ირანი - 0.65 დოლარი
  • ბელარუსი - 0.67 დოლარი
  • ინდოეთი - 0.70 დოლარი
  • პაკისტანი - 0.76 დოლარი
  • ნეპალი - 0.77 დოლარი
  • ბანგლადეში - 0.78 დოლარი
  • მაროკო - 0.78 დოლარი
  • კენია - 0.82 დოლარი
  • რუსეთი - 0.84 დოლარი
მერი ტაბატაძე