ირანმა ისრაელის წინააღმდეგ შეტევა დრონებით დაიწყო

Axios იუწყება, რომ ირანმა ისრაელის წინააღმდეგ შეტევა დრონებით დაიწყო.

როგორც გამოცემა წერს, ათობით დრონს ტერიტორიის დასაფარად რამდენიმე საათი სჭირდება.

მომხდარი ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმაც დაადასტურა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ კი აცხადებს, რომ ისრაელი მზად არის ირანის თავდასხმას თავადაც უპასუხოს.

ნინი ქეთელაური