2024 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 36.5%-ით შემცირდა და 278.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ევროკავშირიდან ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 10.8%-ით გაიზარდა, ხოლო დანარჩენი ქვეყნებიდან 51%-ით შემცირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირის წილი მთლიან ფულად გზავნილებში 41.45%-ს (115.5 მლნ აშშ დოლარი), ხოლო დანარჩენი ქვეყნების - 58.5%-ს (162.9 მლნ აშშ დოლარი) შეადგენდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.3 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 3.8%-ით არის შემცირებული.