მსოფლიოში სიმინდის წარმოების შემცირებას ელოდებიან - როგორია საქართველოს მაჩვენებელი

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) მსოფლიო მასშტაბით სიმინდის წარმოების შემცირებას ელოდება. პროგნოზის მიხედვით, 2023-2024 წლებში მსოფლიოში სიმინდის მოსავალი 1 227,86 მლნ ტონა იქნება, ექსპორტი კი შემცირდება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორი სტატისტიკაა საქართველოში სიმინდის წარმოებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯერჯერობით 2023 წლამდე გვაქვს მონაცემები. შესაბამისად, საინტერესო იქნება, როგორ აისახება მსოფლიო პროგნოზი მიმდინარე წელს საქართველოზე.

გასული წლის წინასწარ მონაცემებს რაც შეეხება, ასე გამოიყურება: 2023 წელს ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი - 36.7%-იანი წილი საქართველოში სიმინდს ეკავა. საანგარიშო პერიოდში ნათესმა ფართობებმა 75.4 ათასი ჰექტარი შეადგინა.

ამასთანავე, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, სიმინდის წარმოება 24%-ით გაიზარდა. გასულ წელს ქვეყანაში იწარმოვა 189.8 ათასი ტონა სიმინდი, ხოლო 2022 წელს 152.9 ათასი ტონა.

30%-ით არის გაზრდილი საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებელი. კერძოდ, 2023 წელს სიმინდის საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 2.6 ტონა იყო, ხოლო წინა წელს 2 ტონა.

იხილეთ ასევე: მსოფლიოში სიმინდის წარმოება შემცირდება - USDA-ს პროგნოზი

მერი ტაბატაძე