აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებმა მთავრობის ადმინისტრაცია დატოვეს

მთავრობის ადმინისტრაციაში პარტნიორი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა დასრულდა. მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რობინ დანიგანს, დიდი ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

ჯერ კიდევ უცნობია, თუ რა საკითხებზე ჰქონდათ შეხვედრა პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებს ირაკლი კობახიძესთან.

დიპლომატებმა ადმინისტრაციის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.