რუსეთის ნავთობშემოსავლები მარტში 20%-ით შემცირდა

რუსეთის შემოსავლები ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან მარტში 20%-ით, 9,3 მლრდ დოლარამდე შემცირდა. ამის შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) აპრილის ანგარიშში წერია.

ამასთან, რუსეთის ნავთობის ექსპორტის მოცულობა გასული თვის ბოლოს, თებერვალთან შედარებით, 2,8%-ით, ანუ დღეში 210 ათასი ბარელით გაიზარდა და დღეში 7,84 მლნ ბარელს მიაღწია.

IEA-ის მონაცემებით, აშშ-ის სანქციების გამკაცრების მიუხედავად, რუსული ენერგომატარებლების ფასი თვეში, საშუალოდ, ბარელზე 1,8 დოლარით გაიზარდა. სააგენტოს შეფასებით, რუსულ საწვავზე ხარჯის ზრდას ხელი შეუწყო საერთაშორისო ბაზარზე არსებულმა ხელსაყრელმა ვითარებამ და მდგრადმა მოთხოვნამ.

კერძოდ, ბალტიისა და შავი ზღვების პორტებიდან ტრანსპორტირებით Urals-ის მარკის საექსპორტო ნავთობი ბარელზე, დაახლოებით, 75 დოლარად ივაჭრება, მაშინ, როცა ევროკავშირისა და G7-ის ქვეყნების მიერ დაწესებული ზვრული ფასი ბარელზე 60 დოლარს შეადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ