რუსეთში ღვინის იმპორტში ევროპას BRICS-ის ქვეყნები ჩაენაცვლა

რუსეთში ევროპის ქვეყნებიდან ღვინის მიწოდება შემცირდა, მაშინ, როცა BRICS-ის ქვეყნებიდან (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, საემიროები, ირანი, ეგვიპტე და ეთიოპია) იმპორტი, პირიქით, გაიზარდა. მონაცემებს „როსკაჩესტვო” ავრცელებს.

2023 წლის შედეგებით, წლის პირველ ნახევარში აქტიური ზრდის მიუხედავად, ევროკავშირის ღვინის მსხვილი მწარმოებელი ქვეყნებიდან სასმელის იმპორტის მოცულობა, კერძოდ, ესპანეთიდან 11%-ით, საფრანგეთიდან 4%-ით, ხოლო იტალიიდან 1%-ით შემცირდა.

ექსპერტების პროგნოზით, რუსეთში მიწოდების მოცულობაში აქციზების ინდექსაციის გავლენის ქვეშ ე.წ. არამეგობრული ქვეყნების წილი წელსაც შემცირდება. ამჟამად ქვეყანაში ღვინის გაყიდვების მოცულობაში “არამეგობრული” ქვეყნებიდან იმპორტირებული სასმელის წილი არაუმეტეს მესამედს შეადგენს.

რაც შეეხება BRICS-ის ქვეყნებს, „როსკაჩესტვოს” მონაცემებით, წელს მიწოდების ლიდერი სამხრეთ აფრიკა გახდა, რომლის მიწოდებაც 25%-ით, 10,5 მლნ ლიტრამდე გაიზარდა. ამასთან, 2018 წლის შემდეგ პირველად გასულ წელს რუსეთში ღვინის პარტია ინდოეთიდან შეიტანეს. რამდენიმეწლიანი რეკორდული მოცულობა შევიდა ჩინეთიდანაც, რამაც 2021 წლის იმპორტს ხუთჯერ გადააჭარბა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ