ყაზახეთმა ხორბლის იმპორტის აკრძალვა გაახანგრძლივა

ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხორბლის იმპორტის აკრძალვა გაახანგრძლივა. შესაბამისი გადაწყვეტილება 12 აპრილს შევიდა ძალაში და მოქმედი იქნება მომდევნო 6 თვის განმავლობაში.

აკრძალვა არ ვრცელდება ყაზახეთის ტერიტორიის სარკინიგზო ტრანსპორტით ხორბლის ტრანზიტულ გადაზიდვებზე. ამასთანავე, აკრძალვა არ მოქმედებს მარცვლეულის გადამამუშავებელი და მეფრინველეობის საწარმოებისთვის.

ცნობისთვის, ხორბლის უკანონო იმპორტის თავიდან აცილების მიზნით, ყაზახეთმა 2023 წლის 10 აპრილიდან 6 თვით დააწესა შეზღუდვა. მოგვიანებით კი გაახანგრძლივა.

ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყებოდა, რომ უკანონო იმპორტის გამო, ადგილობრივ ბაზარზე ხორბლის ფასები 50%-ზე მეტით დაეცა, ქვეყანაში კი ყოველწლიურად 1,5-2 მლნ ტონა ხორბალი არალეგალური გზით შედიოდა, ჯამური ზარალი კი 500 მლნ-ს შეადგენდა.

მერი ტაბატაძე