პარლამენტთან აქციის მონაწილეები ცდილობენ შენობას მსვლელობით წრე მოარტყან, რის საშუალებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას მშვიდობიან მსვლელობით წრეს შემოარტყამენ. აღნიშნულისკენ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მოუწოდა.

აქციის მონაწილეები „საქართველო“, „არა რუსულ კანონს“, „მონებო, რუსებო“ სკანდირებენ.

სამართალდამცავები მათ მსვლელობის უფლებას არ აძლევენ და ისინი კორდონის გარღვევას ცდილობენ.