მებაჟე ოფიცრებმა აკრძალული მედიკამენტი აღმოაჩინეს

მებაჟე ოფიცრებმა მგზავრის ბარგში აკრძალული მედიკამენტი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 8 ივნისს, საბაჟო გამშვები პუნქტის "მტკვრის" ტერიტორიაზე, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტის - "სედალგინის" შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

"მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე დაათვალიერეს აზერბაიჯანის მხრიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე ბ.მ.-ის ხელბარგი და მასში 16 აბი "სედალგინი" აღმოაჩინეს", - ნათქვამია განცხადებაში.  შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.