საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი დოლარის 15.3 ტონა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში მოცვის იმპორტიორი ქვეყანა ძირითადად ნიდერლანდებია. რაც შეეხება ფასს, 2024 წლის პირველ ორ თვეში 1კგ ლურჯი მოცვის იმპორტი ქვეყანას 11.3 დოლარი დაუჯდა (კურსით 30.3 ლარი), ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 11.6 დოლარი. აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ საიმპორტო ფასი 2.6%-ით შემცირდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს სუპერმარკეტებში იმპორტირებული ლურჯი მოცვი. სხვადასხვა სუპერმარკეტში 1კგ-ს ფასი ძირითადად 80 ლარის ფარგლებში მერყეობს. მონაცემები აჩვენებს, რომ მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება.