როგორი იქნება სადგურის მოედანზე გადასასვლელი განახლებული საფეხმავლო ხიდი (+ფოტო)

სადგურის მოედანზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზაში“ განუცხადეს.

საუბარია, საქვეითო გადასასვლელ ხიდზე, რომელიც მდებარეობს ცენტრალური სადგურის ტერიტორიაზე, რომელიც მართობულად კვეთს რკინიგზის 14 ლიანდაგს და ერთმანეთთან აკავშირებს დიდუბის და ნაძალადევის რაიონებს.

ხიდი სავარაუდოდ აშენებულია 1930-40-იან წლებში და ძლიერ ამორტიზირებულია. ასევე ამოწურულია საექსპლუატაციო პერიოდიც.

„სს „საქართველოს რკინიგზასა“ და შპს „ავანბეკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მიმდინარეობს თბილისში, სადფურის მოედანი N2-ში მდებარე საფეხმავლო გადასასვლელი ხიდისა (ე.წ. „ნახალოვკის ხიდზე“) და მისი კიბეების (შემდგომში - „ხიდი“) რეკონსტრუქციისათვის საჭირო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების პროცესი, რომელიც დასკვნით სტადიაშია - კერძოდ: უკვე ჩატარებულია ხიდის გეოლოგიური და კონსტრუქციული კვლევები.

კვლევების მიხედვით განსაზღვრულია (შერჩეულია) ხიდის კონსტრუქციული და არქიტექტურული ნაწილი, შერჩეულია ხიდის ვიზუალური ნაწილი. საბოლოო საპროექტო დოკუმენტაცია შეთანხმებულია თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულ(ებ)ში და დარჩენილია მშენებლობის ნებართვის აღება, რომელსაც კომპანია აიღებს მას შემდგომ რაც სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროდან“ მიიღებს საბოლოო საპროექტო დოკუმენტაციაზე საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნას,“- აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

bff-1713273385.png

dd-1713273404.png

hhhh-1713273426.png

wwww-1713273444.png

თაია არდოტელი